რეგიონული განვითარების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, რეგიონული განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, 2014 წლის 18 ნოემბერს ხელმოწერილი საფინანსო შეთანხმების (რეგიონული განვითარების მხარდაჭერა – ფაზა II) ფარგლებში მომზადებული „2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის“ წლიური ანგარიშის პროექტი და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განახლებული – “რეგიონული უთანაბრობების ანალიზი” განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ევროკავშირის მონიტორინგის ექსპერტი პიოტრ ჟუბერი, ექსპერტი კონორ კირნი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები