თსუ-ს პროფესორებმა შიმშილობა დროებით შეწყვიტეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა შიმშილობა დროებით შეწყვიტეს.
როგორც ჟურნალისტებს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იზოლდა ჭილაძემ განუცხადა, პროფესორები დროებით წყვეტენ შიმშილობას, რადგან სტუდენტების ორივე მხარემ თსუ-ს პირველი კორპუსი დატოვა.
“არ ველოდი, რომ ახლანდელ ახალგაზრდობას, განსაკუთრებით თვითმმართველობას არ ესმის კანონიერი რჩევები, რომ რექტორის გადადგომა არაფერს შველის, პირიქით, ეს უფრო ამძიმებს და გაუგებარს ხდის პროცესებს”, – განაცხადა იზოლდა ჭილაძემ.
მისივე თქმით, თუ ახალგაზრდებს გარე ძალები კიდევ წააქეზებენ არ არის გამორიცხული, რომ პროფესორებმა შიმშილობა განაახლონ.
ცნობისთვის, მესამე დღეა, რაც თსუ-ს 5 პროფესორი რექტორის, ვლადიმერ პაპავას მხარდაჭერის მიზნით შიმშილობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები