გიორგი მარგველაშვილი კარასინის განცხადების თარგმანს და მეგობარი ქვეყნებისთვის მიწოდებას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების თარგმანს და მეგობარი ქვეყნების წარმოადგენლებისთვის მიწოდებას ითხოვს. რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ ამოწურა რესურსი აბაშიძე-კარასინის ფორმატმა, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ თემაზე საუბარი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, როდესაც ზურან აბაშიძე პრაღიდან დაბრუნდება. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კარასინთან დაკავშირებით უკვე გააკეთა განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრაღაში აბაშიძე – კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველო რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით კარასინმა საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა. მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გამორიცხულია.