გიგლა აგულაშვილმა „ეკოჰაბში“ შეხვედრა გამართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ „ეკოჰაბში“ შეხვედრა გამართეს. მათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემა განიხილეს.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ისინი რეფორმის ინსტიტუციურ, ტექნოლოგიურ და სამართლებრივ მიმართულებებს გაეცნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივა, „მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ მინისტრისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირთათვის შეხვედრის ორგანიზებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები