GWP მზად არის, გოგირდის აბანოების მფლობელებთან მოლაპარაკება დაიწყოს
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის მზადაა, გოგირდის აბანოების მფლობელებთან გადახდის გრაფიკთნ დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყოს.
” მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან და შეათანხმოს მათი გადახდის გრაფიკი. კომპანიის პოზიციის თანახმად, ტარიფი, რომლის გათვალისწინებითაც “ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი” გოგირდის აბანოებს გადასახადს აღიცხავს, არ არის განსხვავებული, არამედ არის იგივე, რაც ერიცხება დედაქალაქის მასშტაბით ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტს, მათ შორის ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს”, – ნათქვამია განცხადებაში.