„მე ყველა იმ ქალის გვერდით ვიდგები, რომლებსაც აიძულებენ, შანტაჟის გზით განახორციელონ რაიმე ქმედება“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ხელისუფლების მიმართ საბოტაჟის მცდელობა იყო.
რიმა ბერაძე დარწმუნებულია, რომ ფაქტები გამოძიებული იქნება და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. საკრებულოს დეპუტატი ყველა იმ ქალს, რომელთა დაშანტაჟებასაც ცდილობენ, თანადგომას ჰპირდება.
„მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ქალი, როგორც დეპუტატი შეძრწუნებული ვარ ამ ფაქტებით. ცივილიზებულ ქვეყანაში და 21-ე საუკუნეში ეს არ უნდა მოხდეს. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების მიმართ საბოტაჟის მცდელობა, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მე ყველა იმ ქალის მიმართ ვარ სოლიდარული და ყოველთვის ვიდგები მათ გვერდით, რომლებსაც აიძულებენ, რომ შანტაჟის გზით განახორციელონ რაიმე ქმედება. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ამგვარი ფაქტები დაუსჯელი იქნება. ეს კადრები გადაღებულია წინა ხელისუფლების დროს, ეს კადრები ჩვენ გავანადგურეთ, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ ამ კადრების ანალოგიები არსებობს. ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევა, რომ მაქსიმალურად იქნას ამოღებული ეს ვიდეოები და არ იქნას საზოგადოებისათვის ნაჩვენები“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები