აფხაზეთის მთავრობა გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გადამღებ ჯგუფზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას გმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის ჟურნალისტსა და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.
“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს არა მხოლოდ აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრისა და ჟურნალისტების, არამედ თავისუფალი სიტყვის დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები