მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ქუთათელაძე ბარათაშვილის, ათონელის და ფურცელაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
მოსახლეობამ დეპუტატს პარკირების მოგვარების თხოვნით მიმართა. მათი განცხადებით, მძღოლები საგზაო ნიშნებს არ ემორჩილებიან და მანქანებს აკრძალულ ადგილას აჩერებენ, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის.
რამდენადაც ცნობილია, ბექა ნაცვლიშვილმა და ირაკლი ქუთათელაძემ მოსახლეობასთან ერთად პარკირების მოწესრიგების თაობაზე იმსჯელეს და საკითხის მოგვარების მიმართულებით საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა ათონელის ქუჩაზე მდებარე საუკუნოვანი საცხოვრებელი ავარიული შენობებიც დაათვალიერა, რომლებსაც თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. ბექა ნაცვლიშვილი რაიონის გამგებლის მოადგილესთან ერთად ფურცელაძის 26 ნომერში მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებლებსაც შეხვდა, შენობა დაათვალიერა და მოსახლეობას დროებით ქირით გაყვანა შესთავაზა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მისი დემონტაჟისა და შესაბამისად, ახალი შენობის აგების მიზნით, ამ ეტაპზე მოლაპარაკება დედაქალაქის მერიასთან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები