გიორგი კვირიკაშვილი: მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა აირჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი

ძალიან მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს და აირჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც რა თქმა უნდა, გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს. ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფომირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები