მარიამ გერსამიამ თსუ-ის აკადემიური საბჭო დატოვა

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავის 2”- ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
მისი თქმით, ის ხვალ შევა აუდიტორიაში და ჩაატარებს ლექციას, როგორც ლექტორი.
“მე ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად, იქ, სადაც ჩემი ადგილია. მე ხვალ შევალ აუდიტორიაში და ჩავატარებ ლექციას, როგორც ლექტორი. მე ვადასტურებ, რომ ჩემს როლს ვხედავ სტუდენტების გვერდით, სადაც არ არის არანაირი დაყოფა და არის ერთიანობა“, – განაცხადა გერსამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები