“არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს”  

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ გამორიცხავს, რომ ვინმეს სტუდენტებით მანიპულაცია უნდოდეს. როგორც პაპავამ გადაცემა “არჩევანში” აღნიშნა, შეთქმულების თეორიებზე საუბრის დრო, ახლა არ არის.
“ახლა არ არის დრო, რომ შეთქმულების თეორიებით ვიყოთ გატაცებული. შეიძლება ვიღაც, სადღაც ამით იყოს დაინტერესებული, მაგრამ მე კონკრეტულად ხელს, ვერავის და ვერაფერზე ვერ დავადებ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს. ჩვენი უნივერსიტეტი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. რა თქმა უნდა, ასეთმა ვნებათაღელვამ გარკვეულწილად შექმნა დაძაბულობა და ეს შეიძლება ვიღაცას აწყობდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე სტუდენტებს არცერთ შემთხვევაში არ დავადებ ხელს. ისინი ჩვენი სტუდენტები არიან, ისინი გულწრფელები არიან, მათ შორის ისინიც, ვინც მეც მაკრიტიკებს, ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია,“- განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები