ლადო პაპავა: ჩემი იმპიჩმენტის თემა დღეს არ იხილება

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა დაკავებული თანამდებობიდან გადაგომას არ აპირებს.
როგორც მან გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, აკადემიური საბჭო  მზად არის, შევიდეს კომუნიკაციაში სტუდენტთა ორივე მხარესთან. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხა, პაპავას განცხადებით, დღეს ეს არ განიხილება.
“გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. მე ამის შესახებ რამდენჯერმე ვთქვი. მაქვს საკმაოდ სერიოზული ტვირთი, ვიყო ასეთი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის რექტორი და ეს ტვირთი უნდა მივიყვანო ბოლომდე, იქედან გამომდინარე, რა პასუხისმგებლობაც მაკისრია. დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება, ყველა სტუდენტი, ვინც ახლა თუნდაც არ მიჭერს მხარს, ყველა ერთად შევძლებთ არსებული პრობლემების გადაწყვეტას. სხვა გზა უბრალოდ არ არის.
იმპიჩმენტის თემა დღეს ნამდვილად არ იხილება. აკადემიურ საბჭოს აქვს სრული მზაობა იმასთან დაკავშრებით, რომ შევიდეს კომუნიკაციაში სტუდენტთა ორივე მხარესთან და მეც ვარ დაინტერესებული, რომ აკადემიურმა საბჭომ მომისმინოს, მოისმინოს ყველა დაინტერესებული მხარე და შეისწავლოს ყველა ის პრობლემა, რასაც სტუდენტები აყენებენ, დაწყებული რექტორის პასუხისმგებლობით, დამთავრებული სტუდენტური თვითმართველობით და „ოდეერებით“ . მე ვფიქრობ, ეს ყველას ინტერესშია”,- განაცხადა ლადო პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები