ლადო პაპავა: პატრიარქის რჩევაა, რომ სტუდენტებმა ილოცონ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა ერთმანეთს შეხვდნენ.
როგორც პაპავამ განაცხადა, შეხვედრა უწმინდესის თხოვნით შედგა.
“შეხვედრა მოეწყო მისი უწმინდესობის თხოვნით. ეს იყო ძალიან თბილი საუბარი. მას სურდა ჩემგან გაეგო, კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში. როგორ განვითარდა სიტუაცია, დღეს რა მდგომარეობაა. ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევაა სტუდენტებთან, რომ ილოცონ”,- განაცხადა პაპავამ.