კახა კალაძე ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საერთშორისო ენერგეტიკული ფორუმი ,,Energiewende 2016’’ ტარდება.
ღონისძიებას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრების პირადი მიწვევით, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრება. კალაძე საერთაშორისო ენერგეტიკული საკითხების შესახებ შეხვედრებში და დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე განხილული იქნება აგრეთვე საქართველოს ჩართულობა საერთო ევროპულ და საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში.