გიორგი მარგველაშვილი იეზიდებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იეზიდებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს. პრეზიდენტი მათ, მშვიდობას, კეთილდღეობას, წარმატებებსა და ბედნიერებას უსურვებს.
“ჩემო იეზიდო თანამემამულენო, გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს – კლოჩე სარე სალეს. საუკუნეთა განმავლობაში ამ შესანიშნავ დღეს თქვენ ზეიმობთ გაზაფხულის შემობრძანებას – განახლების, სულის სიმტკიცისა და ტრადიციების გაგრძელების დღესასწაულს. თქვენი უძველესი ტრადიციები და თვითმყოფადობა, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებთ და განამტკიცებთ, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. მშვიდობას, კეთილდღეობას, წარმატებებსა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.