ვლადიმერ პაპავა თამარ სანიკიძეს შეხვდა

თსუ-ს უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან დაგეგმილი შეხვედრა რამდენიმე წუთში დატოვა.
როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შეხვედრის დატოვების მიზეზი სხვა შეხვედრა იყო.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მას სენატის სპიკერი და აკადემიური საბჭოს წევრები ესწრებიან.
“არის უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ეს უკეთესი მდგომარეობა შესაძლებელია გადაიზარდოს ან უარეს მდგომარეობაში, ან – პირიქით, წავიდეს განმუხტვისკენ. სწორედ ეს არის მიზეზი და მიზანი დღევანდელი შეხვედრისაც, რა ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ პროცესები წავიყვანოთ სიტუაციის დეესკალაციისკენ. ამიტომ ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობა სტუდენტების მოთხოვნის შესაბამისად უკვე დაიწყო. ასევე ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც, ვფიქრობ, უშუალოდ საბჭოს სალაპარაკოა, რადგან საბჭო არის ის ორგანო, რომელმაც უნდა ილაპარაკოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუნდაც, როგორიც არის რექტორის ყოფნის თუ არ ყოფნის საკითხი. ბოლოს და ბოლოს, ეს არის საბჭო, რომელმაც დამოუკიდებლად დემოკრატიული არჩევნებით აირჩია ბატონი ლადო პაპავა. ამიტომ, პრინციპში, დღის წესრიგში გადაუწყვეტელ საკითხად დღესდღეობით ეს დგას. ვიცი და სავსებით ვიზიარებ ბატონი ლადო პაპავას პირად გადაწყვეტილებას, რომ ის ვალდებულია, დარჩეს ან განმუხტოს სიტუაცია, თუმცა აუცილებელია, მოვისმინოთ იმ ორგანოს წარმომადგენლების მოსაზრება, რომლებიც ასევე არიან ჩართულები არიან ამ პროცესებში. მე ვფიქრობ, მათ ეკუთვნით გადამწყვეტი სიტყვა ამ საქმეში”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები