აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს
სხვა საკითხებთან ერთად ქართულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტების მიერ დაწყებულ გზის სამშენებლო სამუშაოებზე, – ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე თემასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგა.
“მე დამრჩა ასეთი განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი. ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე და რამდენიმე თემასთან დაკავშირებით წინ გადავდგით ნაბიჯი, რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს, იქ რამდენიმე საკითხიც წავწიეთ წინ.
ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია იმ დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება საოკუპაციო ხაზზე”, – განაცხადა აბაშიძემ.