„თარხან ბათირაშვილი ნამდვილად დაიღუპა“
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი ნამდვილად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციაში მყოფი „სი-ენ-ენის“ ოპერატორი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათირაშვილი 12 თანამებრძოლთან ერთად მოკლეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ომარ ალ-შიშანი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში – ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. მოგვიანებით კი გახმაურდა, თითქოს ის ცოცხალი იყო. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, იგი ავიაიერიშის მსხვერპლი გახდა და „ნამდვილად დაიღუპა“.