ანდრეს ბრეივიკი ნორვეგიის მთავრობას მისი მკვლელობის მცდელობაში ბრალს სდებს

ანდრეს ბრეივიკი ნორვეგიის მთავრობას მისი უფლებების დარღვევასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ბრეივიკის ინფორმაციით, მისთვის უმჯობესია, დახვრიტონ, ვიდრე ხუთი წლის განმავლობაში ცხოველივით ექცეოდნენ. ბრეივიკი აცხადებს, რომ მისთვის ციხეში სრულ იზოლაციაში ყოფნა გაუსაძლისია და ის პირობები, რაც მას ციხეში აქვს, წამების ტოლფასია. ამასთან, ბრეივიკი იმასაც ამბობს, რომ შექმნილი პირობების გამო, იძულებული გახდა, ოსლოს უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების კურსზე სწავლა შეეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ბრეივიკი 2011 წელს, კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს. მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები