თეა წულუკიანი: ეს ვიდეოები მაშინაც ვრცელდებოდა, ტელეფონიდან ტელეფონში გადადიოდა
დრო სჭირდება იმის მიკვლევას, თუ რამდენ ხელში გაიარა ერთმა ვიდეომ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “პირველის“ პირდაპირ ეთერში, ფარული კადრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ბევრმა, ვინც განსხვავებული აზრის, ოპოზიციონერობის გამო თვალთვალის მსხვერპლი იყო, იცის, რომ ეს ვიდეოები მაშინაც ვრცელდებოდა. ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ, რომ ტელეფონიდან ტელეფონში გადადისო. ახალი ტექნოლოგიების ერა ვახსენე და ეს სწორედ ის ერაა, სადაც დრო სჭირდება იმის მიკვლევას, თუ რამდენ ხელში გაიარა ერთმა ვიდეომ – ვინ ჩაიდინა გადაცემის დანაშაული, ვინ ჩაიდინა გავრცელების დანაშული და ვინ ჩაიდინა გამოქვეყნების დანაშაული. ამ ყველაფერს დრო სჭირდება და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს გამომძიებელიც და პროკურორიც“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.