ნოდარ ხადურმა საფრანგეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, პასკალ მენიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ხადურმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
საფრანგეთის ელჩის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას და საფრანგეთი კვლავ აქტიურად განაგრძობს საქართველოს ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობისა და კერძო სტრუქტურების დახმარებით საქართველოში მიმდინარეობს მრავალი პროექტი, მათ შორის, ხდება როგორც საკურორტო (თეთნულდი), ისე სამოქალაქო (ჭიათურა) საბაგირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და განახლება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ქართულ მხარესა და საფრანგეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები