ოთარ დანელია პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფელ დუისში პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს, ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრებს და ახალგაზრდებს შეხვდა.
რამდენადაც ცნობილია, აღნიშნულ შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. ამას გარდა, დანელიამ პანკისის ხეობის მოსახლეობას სამინისტროს საქმიანობის ანგარიშიც წარუდგინა და განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო. დღევანდელი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.ადილობრივმა მოსახლეობამ მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხეობის მოსახლეობათან შესახვედრად და მიმდინარე პროექტებზე სასაუბროდ თავად მინისტრი ჩადის. სოფლის მეურნეობის მინისტრის პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა პანკისის სათემო რადიოს WAY–ის ორგანიზებით გაიმართა. უახლოეს დღეებში, პანკისის სათემო რადიო მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას მთავრობის სხვა წევრებთან გეგმავს.