თამარ სანიკიძე დღეს თსუ-ს საბჭოს შეხვდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს თსუ-ს აკადემიურ საბჭოს სრულ შემადგენლობას შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება და მას უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილე და სენატის წევრები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს უნივერსიტეტში ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. “აუდიტორია 115”-ის წევრები და სტუდენტური თვითმმმართველობის წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას არ აპირებენ. რამდენიმე დღის წინ კი კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდა, რომ უნივერსიტეტში მოსალოდნელი არეულობა თავიდან აეცილებინა.