რუსთავის მერი ენერგოომბუდსმენს შეხვდა

ენერგოსექტორში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია ენერგოომბუდსმენს, სალომე ვარდიაშვილს შეხვდა.
როგორც „კვირას“ რუსთავის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებს შეეხო.
მხარეებმა რუსთავში, ენერგოსექტორში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ენერგოომბუდსმენის აპარატის ინიციატივით, 14 მარტს მომხმარებელთა უფლებების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები რეგიონების თვითმმართველობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები