თამარ კორძაია: ხელისუფლება აღმოჩნდა იმ გამოწვევის წინაშე, რომ ადამიანი ერთ დღეში განადგურდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს ხელისუფლება აღმოჩნდა იმ გამოწვევის წინაშე, რომ ადამიანი ერთ დღეში განადგურდა.
“დღეს ხელისუფლება აღმოჩნდა იმ გამოწვევის წინაშე, რომ ადამიანი განადგურდა ერთ დღეში. მოსპეს მისი უფლება, ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ და ეს არის გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ჩვენმა გუნდმა, თითქმის ყველაფერი გააკეთა ამისთვის, საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯები. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვამბობთ – ეს სირთულესთან არის დაკავშირებული, ამომრჩეველი სირთულის ხაზგასმას კი არა, სირთულის დაძლევას ელოდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები