გრიგორი კარასინი: რუსეთი საქართველოსთან ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს. ამის შესახებ კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მკვეთრად გააფართოვა იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეები მიიწვიოს რუსეთში.
“საქართველომ რომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების გამოც. როგორც იცით, ბოლო დროს რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მკვეთრად გააფართოვა იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეები დაპატიჟონ რუსეთში. შესაბამისად, ყოველწლიურად ჩვენ უკვე გავცემთ 25 ათას ვიზას და მომავალში კიდევ უფრო მეტს გავცემთ”, -განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები