გიორგი კვირიკაშვილმა მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა დაათვალიერა

ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი “პორტა თაუერი” (Porta Batumi Tower) შენდება. მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი ავანგარდული პროექტი და ყველაზე მაღალი სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში. მისი განხორციელებისთვის საქართველოში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით „პორტა თაუერი“ მსოფლიო დონის პროექტია, რომელიც აშენებულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის “პორტა თაუერის” მშენებლობა 2013 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.
„პორტა თაუერი“ აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევე ზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, „პორტა თაუერი“ შედგება რამდენიმე შენობისაგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია 2-სართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსში აგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასის რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია კაფე-ბარის და საოფისე ფართების მოწყობა.
535160_235091216835910_8163136806028629377_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები