ანი მიროტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება-გავრცელებისთვის კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება-გავრცელებისთვის კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
როგორც მიროტაძემ განაცხადა, ამ ტიპის დანაშაულისთვის კანონის მოქმედი ნორმა ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარაგებლო შრომას ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს ინიციატივა დაახლოებით ათ დღეში დარეგისტრირდება.
„ეს არის ძალიან ცოტა. ჩემი ინიციატივა არ არის ერთადერთი ზომა, რომელიც ამ დანაშაულის არსებობას წერტილს დაუსვამს, მაგრამ მგონია, რომ პრევენცია იქნება, თუ კანონს გავამკაცრებთ. ადამიანს, რომელსაც ასეთი ბინძური აზრები მოუვა თავში, მრავალი წლის გატარება მოუწევს ციხეში, დაფიქრდება, რომ ეს არ გააკეთოს. მე დავიწყე კონსულტაციები იურისტებთან, დამიკავშირდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებსაც მსგავსი ინიციტივა აქვთ. ვფიქრობ, დაახლოებით 10 დღეში ინიციატივას დავარეგისტრირებ“,- აღნიშნა ანი მიროტაძემ.