საქართველოს რეგიონებს წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგები საჩუქრად გადაეცემათ
გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეროვნულ საშენ მეურნეობას მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებთან ერთად სტუმრობდა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს რეგიონებს წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგები საჩუქრად გადაეცემათ.
ეროვნული საშენი მეურნეობიდან საქართველოს 4 რეგიონს ჯამში 4000 -მდე, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს 1500 ნერგი გადაეცა.
აღნიშნული სახეობები ჩრდილოური წარმოშობისაა, ხასიათდება ყინვაგამძლეობით. შესაბამისად, რეკომენდირებულია საქართველოს მაღალი კლიმატური პირობების მქონე რეგიონებისათვის.
ეროვნული საშენი მეურნეობიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის 770 – არყის, 253 – ფიჭვის, 120 – ნაძვის სახეობის ნერგები გამოიყოფა;
რაჭა-ლეჩხუმს 490 – არყის, 645 ფიჭვისა და 130 ნაძვის სახეობის ნერგები გადაეცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის კი 120 – 120 არყისა და ფიჭვის, ასევე 40 – ნაძვის ნერგი გადაეცემა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონს 490 – არყის, 645- ფიჭვის და 130 ნაძვის ხის ნერგები გადაეცა.