თბილისში უკრაინული კინოს დღეები დღეს გაიხსნება

16-20 მარტს თბილისში უკრაინული კინოს დღეები გაიმართება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში ოდესის კინოფესტივალის ხელმძღვანელი იულია სინკევიჩი და უკრაინის სახელმწიფო კინოცენტრის ხელმძღვანელი ფილიპ ილიენკო ჩამოვლენ.
16 მარტს, 11:30 საათზე ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები დაესწრებიან. უკრაინული კინოს დღეები მოიცავს როგორც კინოჩვენებებს, ასევე ინდუსტრიულ შეხვედრებს.
16 მარტს, 12.30 საათზე ეროვნულ კინოცენტრში მოეწყობა პანელ-დისკუსია, სადაც უკრაინული დელეგაცია და ქართული კინოსექტორის წარმომადგენლები კინოსფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
18:30 საათზე კი ფესტივალი კინოთეატრ “ამირანში” სერგო ფარაჯანოვის ფილმით “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” გაიხსნება.
კინოჩვენებების განრიგი კინოთეატრ “ამირანში”: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ რეჟ. სერგო ფარაჯანოვი – 16 მარტი, 19:00;
„ტყვეობა“ რეჟ. ანატოლი მატეშკო – 17 მარტი, 19:00; „ხაიტარმა“ რეჟ. ახტემ სეიტაბლაევი – 18 მარტი, 19:00.
ანიმაციური ფილმების ნაკრები – 19 მარტი, 12:00; „ცოცხალი კოცონი“ რეჟ. ოსტაპ კოსტიუკი – 19 მარტი, 19:00; მოკლემეტრაჟიან ფილმთა ალმანახი – 20 მარტი, 19:00.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, უკრაინის სახელმწიფო კინოცენტრი და უკრაინის საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები