თსუ-ს დოქტორანტები რექტორს მოუწოდებენ, რომ ის არ გადადგეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები თსუ-ს რექტორს, ვლადიმერ პაპავას მოუწოდებენ, რომ ის არ გადადგეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, აკადემიური პერსონალი შესაბამის ორგანოებსაც სთხოვსენ, რომ მათ უზრუნველყონ უნივერსიტეტში სწავლის უწყვეტი პროცესი.
“ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები, ვგმობთ: უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში სტუდენტთა ნაწილის შეჭრას; სენატის სხდომის ძალადობრივი გზით ჩაშლას; კანონის დარღვევით პროტესტის გამოხატვის სხვა დაფიქსირებულ ფორმებს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტში არ შეფერხდეს სასწავლო და სამეცნიერო პროცესი. ამასთან, მოვითხოვთ, გაუქმდეს ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ხელს უშლის უნივერსიტეტში თავისუფალი სააზროვნო სივრცის შექმნას და საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის ავტონომიას. ჩვენი აზრით, უნივერსიტეტის არჩეული რექტორის გადადგომა ამ ვითარებაში, უფრო მეტ პრობლემას მოუტანს უნივერსიტეტს. მოვუწოდებთ ვლადიმერ პაპავას, არ გადადგეს თანამდებობიდან. დაპირისპირებულმა მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის და საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში უნდა მიაღწიონ შეთანხმებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ განცხადებას შემდეგი პროფესორები აწერენ ხელს: გია ბერიძე, ცოტნე ჟღენტი, ლაშა დიდიძე, ლანა სულაკაძე, ვახტანგ ჩქარეული, გიორგი მორჩილაძე, გიორგი მიქელაძე, გვანცა კიკნაძე, ლილი ნინოშვილი, ქეთევან ღამბაშიძე, სალომე ტყებუჩავა, ირაკლი დანელია, ქრისტინე ოდიშვილი, სალომე დანელია, ნინო ზურაშვილი, თამარ ღუტიძე, დავით ფაღავა, ნინო ლობჟანიძე, თამთა ტურაშვილი, ვლადიმერ ხიხაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები