ეკა ბესელია: დღეს ეს ყველაფერი ყველაზე მეტად ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული
პარლამენტის ადამიანის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – კადრების გავრცელება, ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც დეპუტატმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, გავრცელებული ვიდეო-კადრები ყველაზე მეტად ხელისუფლებას აზიანებს.
„ჩვენი ვალია თითოეული ადამიანის უფლების დაცვა. თითოეული თქვენთაგანის პირადი ცხოვრების დაცვა. მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ ამ საკითხში მაინც ვართ ერთიანი და გვაქვს ერთიანი სოლიდარობის განცდა. მაგრამ თუ ჩვენ ამ ტონალობაში ვსაუბრობთ, დღეს ეს ყველაფერი ყველაზე მეტად ხელისუფლებას აზიანებს, ყველაზე მეტად ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ ტიპის ჩანაწერების გამოქვეყნება იმ ძალების მიერ, რომელიც არის ძალიან შეშლილი, ანომალიური და ყველაზე დიდი ბოროტების მატარებელი და ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლების გაკეთებულია, თუ ჩვენ აქ ვერ დავინახავთ ერთმანეთს ერთ სივრცეში. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ჩვენ ერთ საკითხში მაინც უნდა გავერთიანდეთ, ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველას ეხება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.