ეკა მიშველაძე დაკითხვაზე დაიბარეს
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მას პროკურატურის წარმომადგენელი მას შემდეგ დაუკავშირდა რაც მიშველაძემ რუსთავი2-ის ტოკშოუ “არჩევანში” განცხადება უკანონო თვალთვალის შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა.
მიშველაძე ამბობს, რომ ის პროკურატურაში 11 საათზეა დაბარებული და ის გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.
“თვალთვალი ხდებოდა 2015 წელს ალექსი პეტრიაშვილზე და მეც მითვალთვალებდნენ. ჩემთვის არ განუმარტავთ რა სტატუსით ვარ პროკურატურაში დაბარებული. თუმცა აუცილებლად მივალ პროკურატურაში და მივაწვდი ინფორმაციას”, – აცხადებს მიშველაძე “კურიერთან” საუბრისას.