თამარ სანიკიძე: ვითარების დეესკალაციას ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტის რექტორმაც, სტუდენტებმაც…
განათლების სამინისტროში თსუ-ს საკითზე მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რექტორმა ლადო პაპავამ განაცხადა, ის თანამდებობაზე რჩება.
თავის მხრივ პოზიციებს არ თმობენ თვითმართველობის წარმომადგენლები და რექტორის გადადგომის მოთხოვნას ძალაში ტოვებენ.
შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ აქციას თვითმართველობის წარმომადგენლები წყვეტენ. შიმშილობას ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით რექტორის მისაღებში თვითმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური, გააგრძელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც და ყველა მხარეს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა შეახსენა.
„ვერავინ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ვითარების დეესკალაციას ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტის რექტორმაც, საბჭოებმაც, სტუდენტებმაც, დანარჩენს კი უფროსები მივხედავთ,“ – განაცხადა განათლების მინისტრმა.