ინგა გრიგოლია: ჩემზე კადრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობდა (ვიდეო)

ტელეჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობდა.
როგორც ინგა გრიგოლიამ გადაცემაში „არჩევანში“ აღნიშნა, მაშინ იგი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. მისი თქმით, ფარული თვალთვალი როგორც პოლიტიკოსის მიმართ, 2012 წლამდე ხორციელდებოდა.
„მე მქონდა ინფორმაცია გასულ წლებში, ეს იყო 2012 წლამდე არჩევნებამდე, როდესაც მე შემატყიბინეს, რომ რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჩემსა შესახებ არსებობდა.
მე ვსაუბრობ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მაშინ არ იყო საუბარი იგეგმებოდა თუ არა გამოქვეყნება, მაგრამ, გიორგი ნება მიბოძე ცოტა სხვაინარად, ვისაუბრო ამ ყველაფერზე, მე მაშინ ვიყავი პოლიტიკაში. ჩემთვის აბსულუტურად ერთიდაიგივეა უბედურებაა, მე მიღებენ ჩემს საძინებელში, მე მითვალთვალებენ, მიმონტაჟებენ კადრებს და აარქივებენ თუ მერე უკვე ამის გამოყრით მემუქრებიან , ჩემთვის ეს არის ერთიდაიგივე დოზით უბედურება. მე არ ვიცი რა კადრებზეა საუბარი, 2012 წლამდე თუ 2012 წლის შემდეგ, იმიტომ რომ, მე პირადი ცხოვრება სულ მაქვს. აქედან გამომოდინარე, არ ვიცი რომელი კადრებია, მაგრამ, გიდასტურებ, ასე საუბრების დონეზე, ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მე ვიყავი გადაღებული ფარულად. ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჰქონდათ. ამიტომ მაქვს ასეთი პოზიცია, ის ვინც ამას იღებდა და ის ვინც დღეს ამის გამოქვეყნებით იმუქრება, ჩემთვის არის ერთადაიგივე უბედურება“, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ გადაცემა „არჩევანში“.

https://www.youtube.com/watch?v=tKROOI3FHJI

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები