“პროკურატურაში გადაგზავნილ ფაილებში პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები არ შედიოდა”

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურაში გადაგზავნილ ფაილებში პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები არ შედიოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
“პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები ამ ფაილებში არ შედიოდა. ჩვენთან გადმოიგზავნა სხვა ხასიათის ჩანაწერები. ამ ფაილებზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მოცულობიდან გამომდინარე ამ ფაილების ანალიზს, დათვალიერებას და ექსპერტიზას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ. ეს ის ფაილებია, რომლებიც არ განადგურდა და ჩვენთან გამოიგზავნა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები