ირაკლი შოთაძე: სამართლებრივი დახმარების თხოვნით მივმართეთ უცხოური ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს

პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
როგორც შოთაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, რათა დადგინდეს ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი პირები.
“პროკურატურა სუს-თან და შსს-სთან ერთად ძალიან აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, რათა დადგინდეს და მხილებულ იქნას ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენი პირები. ამისთვის ყველა შესაბამის, საჭირო ღონისძიებებს ვატარებთ. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მივმართეთ უცხოური ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს. ვფიქრობთ, გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს და შედეგებს საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები