ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
შიდა სახელმწიფოებრივი გზის აღნიშნული მონაკვეთი რუსეთის ფედერაციის საზღვართან მდებარეობს და 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა. გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული და დეფორმირებული იყო. პრექტით გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის აღდგენა, მდ. საკალმახეზე და მდინარე ღელეზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია. ასევე, რკინა-ბეტონის მილებისა და ბეტონის საყრდენი კედლების შეკეთება. გაბიონების, კიუვეტების და სანიაღვრე ქსელის, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობა. ამ დროისთვის, გაბიონების, კიუვეტებისა და გზის დეფორმირებული ადგილების შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 5 მილიონ 932.08 ლარია და 2016 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები