წელს აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება

წელს, სოფელ ძველ აბაშაში ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება. მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდება და მოეწყობა გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია.
გუბერნატორს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი სამუშაოები გააცნო.
გუბერნატორის განცხადებით, ღია სცენის გამართვა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ახალ სივრცეში სხვადასხვა ლიტერატურული საღამო გაიმართება, იგეგმება კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც. კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გასულ წელს გალავანი და ჭიშკარი გაკეთდა, ასევე დამონტაჟდა გარე განათება და ეზოში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათას ლარამდე დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები