ნიუ-იორკში გამოფენა – “პირველი ქალი პოლიტიკოსები საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში: 1919-1921” გაიხსნება

დღეს, ნიუ-იორკში “პირველი ქალი პოლიტიკოსები საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში: 1919-1921” -გამოფენა გაიხსნება. გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ოფისში, ადგილობრივი დროით, 18:00 საათზე გაიმართება.
ღონისძიებას გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახა იმნაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი მანანა კობახიძე და საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გაუძღვებიან.
გამოფენა 1919 წელს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხება, რომლის შედეგად პირველად დამფუძნებელი კრების წევრად 5 ქალი აირჩიეს. ღონისძიების ორგანიზატორია “ქალთა საინფორმაციო ცენტრი”. ნიუ-იორკში “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” მიერ გენდერის თემაზე შექმნილი გამოფენის მხრდამჭერია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული არქივი და აშშ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები