რაულ ხაჯიმბა ლეონიდ თიბილოვს ტელეფონით ესაუბრა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. მისი თქმით, „საუბრის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილებოდა“. „სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა გათავისუფლება, რომლებიც საქართველოს ციხეებში იმყოფებოდნენ, ორმხრივი მოლაპარაკების დროს განიხილებოდა“, – განუცხადა „რესს“ იანოვსკაიამ.
ლეონიდ თიბილოვმა რაულ ხაჯიმბას ტყვეების გაცვლის პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი და ოსი პატიმრები ენგურის ხიდზე რამდენიმე დღის წინ გაცვალეს. ამ პროცესში საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები