„რექტორის გადადგომის შემთხვევაში, უნივერსიტეტი ჩიხში შევა, საიდანაც გამოსავალი ალბათ აღარ იარსებებს“

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწემ, პროფესორმა ალექსანდრე ჩხიტაურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ჩხიტაურის განცხადებით, რექტორი დაკავებული თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს, რადგან, როგორც რექტორის თანაშემწემ განმარტა, პაპავას გადადგომით უნივერსიტეტი ჩიხში შევა, საიდანაც გამოსავალი ალბათ აღარ იარსებებს.
ჩხიტაურის განმარტებით, პროცედურულად აკადემიურმა საბჭომ თავიდან უნდა გამოაცხადოს კონკურსი კანცლერის თანამდებობაზე. 2 თვის განმავლობაში კი კონკურსი და დანიშვნის პროცესი უნდა დასრულდეს.
„ერთადერთი გზა დიალოგი და მოლაპარაკებებია. არ ვფიქრობ, რომ რექტორის გადადგომით პრობლემა აღმოფხვრება, პირიქით, რექტორის გადადგომის შემდეგ უნივერსიტეტი ჩიხში შევა, საიდანაც გამოსავალი ალბათ აღარ იარსებებს. ეს პროცესები კანცლერის კონკურსს მოჰყვა. კანცლერი ეს არის უმაღლესი მმართველი რგოლი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების სფეროში. ხოლო რექტორი – აკადემიური პერსონალის კუთხით უმაღლესი მმართველი. უნივერსისტეტს ჰყავს სხვა მმართველი ორგანო, ეს არის აკადემიური საბჭო და სენატი. რექტორის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ,რადგან რექტორმა უზრუნველყო აკადემიური საბჭოს სხდომა. საბჭომ შეარჩია კანდიდატურა გაფრინდაშვილის სახით. ამის შემდეგ პასუხისმგებლობა გადადის სენატზე. რექტორი სენატის წევრიც არ არის. გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, პროცედურულად აკადემიურმა საბჭომ თავიდან უნდა გამოაცხადოს კონკურსი კანცლერის თანამდებობაზე. 2 თვის განმავლობაში კონკურსი და დანიშვნის პროცესი უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ალექსანდრე ჩხიტაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები