ილია ინჯია: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენმა დელეგაციამაც და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციამაც აღნიშნა, ეს არის იმ მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენმა დელეგაციამაც და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციამაც აღნიშნა, ეს არის იმ მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასევე შეეხნენ სხვა მიმართულებებს, მათ შორის ეკონომიკურ მიმართულებას.
„ძალიან ბევრ თემას შევეხეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენმა დელეგაციამაც და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციამაც აღნიშნა, ეს არის იმ მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს.
რა თქმა უნდა, შევეხეთ ეკონომიკურ მიმართულებასაც, პოლიტიკურ ხედვებს. გარდა საზღვრისა, ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილები გვაქვს“, – აღნიშნა ილია ინჯიამ.