ნინო ფოჩხუა: მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული, წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ – ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება
„ამათი საქმე როგორ არის ხომ იცით, ვინმე თუ გამოჩნდა დღის განმავლობაში, ასეთი დღეს მიშა მესხი იყო, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული და იხსენებდა იმ სისასტიკეს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა, წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ ექცევიან და ფეიკს ფეიკზე უგონებენ“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.
მისივე განცხადებით, ეს ერთდღიანი ტყუილია.
„ამათი საქმე როგორ არის ხომ იცით, ვინმე თუ გამოჩნდა დღის განმავლობაში, ასეთი დღეს მიშა მესხი იყო, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული და იხსენებდა იმ სისასტიკეს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა, წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ ექცევიან და ფეიკს ფეიკზე უგონებენ. ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება. მე მაინც ბოლომდე ვერ ვხვდები, რისთვის და ვისთვის კეთდება ეს. ისე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რა აქვს მიშა მესხს იმ ადამიანების დასაცინი, ვინც ამ სიცრუეს ავრცელებს, ჩაიხედონ ხშირად სარკეში და მიხვდებიან“, – წერს ფოჩხუა Facebook გვერდზე.