ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით, ამ დრომდე, 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს ისრაელმა ირანზე თავდასხმები დაიწყო, ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა – იტყობინება CNN-ი.

შედეგად, საგადასახადო სამსახურში თითქმის ზიანის ანაზღაურების 19 000 მოთხოვნა შევიდა.

ამ დრომდე, ისრაელში 24 ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი კი დაშავდა.

პარალელურად, ირანის ხელისუფლების ცნობით, პარასკევის შემდეგ ირანში სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები