პუშკინის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია – ფოტოკოლაჟი

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. შეზღუდვა ღამის საათებში გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევამ გამოიწვია.
ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, დღეს დილიდანვე, ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა.
კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის კედლის დემონტაჟი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ხვალ აღდგება.

 1468706_1280404248642839_7690089364383856270_n
1918608_1280404298642834_1512555918189329211_n
10001326_1280404241976173_1114548808044087829_n
971447_1280404188642845_186090830676243942_n
12832348_1280404355309495_5828751726132422228_n
10372781_1280404185309512_1712101256474113698_n
66009_1280404238642840_5551966688610024817_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები