ერგნეთის შეხვედრაზე ჯარიაშენში ადგილობრივების ბაღებზე გზის გაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრებენ
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსი ოკუპანტების მიერ ჯარიაშენში ადგილობრივების ბაღებზე გზის გაყვანა იქნება. შეხვედრის მონაწილეები ბანერების დაყენებისა და გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებს, ასევე ბოლო პერიოდში მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.