ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია

ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პარლამენტის ბიუროს პროექტი დღეს 80 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.
ხელმოწერები თავდაპირველად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცათ, რათა მათი ნამდვილობა დადგენილიყო.
პროცესის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება:
ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
პროექტის ავტორები არიან : “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – კონსერვატორები”, “ქართული ოცნება – მრეწველები”, “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი”. პროექტის ინიციატორი კი 80 დეპუტატია – მათ შორის არიან ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები. აღსანიშნავია, რომ “რესპუბლიკელები” ქორწინების თემაზე საკონსტიტიციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, თუმცა მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი – ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი უჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები