თურქეთმა ქურთების პოზიციები დაბომბა

ანკარის ტერაქტის შემდეგ თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთების პოზიციები დაბომბა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თურქი სამხედროების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმა „ქურთთა მუშათა პარტიის“ იარაღის საწყობებზე განხორციელდა. ეს ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთმა შირნაკის პროვინციაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. ამ რეგიონში, ძირითადად, ქურთები ცხოვრობენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქში კვირას დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები