კახა კალაძე: ეს ადამიანები კანონის ფარგლებში აუცილებლად დაისჯებიან

ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ევროპულ კურსზე, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა, ჩვენმა მთავრობამ, – ასე ეხმაურება საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტი კახა კალაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს. კალაძე იმედოვნებს, რომ ძალიან სწრაფად გამოვლინდება დამნაშავე, და კანონის ფარგლებში დაისჯება.
“მე ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია და ვიმედოვნებ, ძალიან სწრაფად გამოვლინდება დამნაშავე, თუ დამნაშავეები. კანონის ფარგლებში აუცილებლად დაისჯებიან ეს ადამიანები. ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ევროპულ კურსზე, რომელიც არჩეული აქვს ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას. დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად დაისჯებიან. ვერ გეტყვით, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს, თუმცა ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ასეთი ჩანაწერები როდის კეთდებოდა, მას ვინ აკეთებდა. ეს იყო ძალიან ბინძური მეთოდები”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები